1 ტიმოთე 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
ფსალმუნები 106:9
რადგან მწყურვალი სული გააძღო და მშიერი სული სიკეთით აავსო.
ებრაელთა 13:21
სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით მისი მოსაწონის საქმნელად თქვენში. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ფილიპელთა 1:19
ვინაიდან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ხსნად მომიბრუნდება, თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით.
გამოსვლა 17:6
აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა.“ ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
2 პეტრეს 1:3
ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
დაბადება 22:8
უთხრა აბრაამმა: „ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო.“ ასე მიდიოდნენ ერთად.
დაბადება 22:14
და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,“ როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.“
ლუკას 22:35
უთხრა მათ: „ქისის, აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგაგზავნეთ, თუ გაკლდათ რამე?“ უპასუხეს მათ: „არაფერი.“
ფსალმუნები 104:40-41
ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა, ზეციური პურით გააძღო ისინი. გაჰკვეთა კლდე და წყალი გადმოდინდა, ნაკადულად მოედინებოდა უდაბნოში.
ნეემია 9:21
ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ – სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.
ფსალმუნები 67:10
შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.