ფსალმუნები 77:58
განარისხებდნენ თავისი მაღლობებით და კერპებით აღვიძებდნენ მის შურს.
3 მეფეთა 16:13
ბაყაშას მთელი ცოდვებისთვის და ელას, მისი ძის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცდუნეს ისრაელი თავისი ამაოებით, რათა განერისხებინათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
3 მეფეთა 16:26
იერობყამ ნებატის ძის გზით წავიდა, მისი ცოდვის გზით, რომლითაც აცდუნა ისრაელი, რათა თავისი ამაო კერპებით განერისხებინა უფალი, ისრაელის ღმერთი.
იერემია 8:19
აჰა, ისმის ჩემი ხალხის, ჩემი ასულის ტირილის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? აღარ არის იქ მისი მეფე? „რატომ გამაბრაზეს თავიანთი ქანდაკებებით, უცხო ქვეყნების კერპებით?“
ეზეკიელი 14:4-5
ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს! რომ დავიბრუნო ისრაელის ტაძრის გული, რომელიც თავისი კერპების გამო გამიუცხოვდა.
ეზეკიელი 8:5
მითხრა: „ძეო კაცისავ, მიაპყარ თვალები ჩრდილოეთის გზას.“ გავხედე ჩრდილოეთის გზას და დავინახე შურისგების კერპი სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით, შესასვლელთან რომ იყო.
ეზეკიელი 8:3
გამოიწვდინა ხელის მსგავსი გამოსახულება, ჩამავლო თმაში და ამწია; ამიყვანა სულმა დედამიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში; ჩრდილოეთით მიმართული შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც კერპი იდგა, კერპი რომელიც ღმერთის შურისგებას აღძრავდა.
ესაია 48:5
ამიტომ თავიდანვე გამცნე, გამოგიცხადე, ვიდრე აღსრულდებოდა, რომ არ გეთქვა: „ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკმა ბრძანაო ასე!“
ოსია 8:5
მიგატოვა შენმა ხბომ, სამარია! გიზგიზებს ჩემი რისხვა ამ ხალხზე. როდემდე არ უნდა განიწმიდონ ისინი?
ესაია 10:11
როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, განა ისე არ მოვექცევი იერუსალიმსა და მის გამოსახულებებს?“
ფსალმუნები 30:6
შევიძულე ამაო კერპთა თაყვანისმცემელნი და უფალს მივენდე.
სოფონია 1:4
ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.