მთავარითემები „ღ"ღმერთი ატორტმანებს დედამიწას

ღმერთი ატორტმანებს დედამიწას

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მსაჯული 5:4
    უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,
  2. ფსალმუნები 67:8
    დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღვთის სახის წინაშე; თვით სინაიც იძვროდა უფლის, ისრაელის ღმერთის გამო.
  3. იერემია 10:10
    მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე; მისი რისხვისას ირყევა დედამიწა და ვერ უძლებენ მის მრისხანებას ხალხები.
  4. იოველი 2:10
    მიწა ირყევა მათ წინაშე, ზეცა გრგვინავს, მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ;
  5. ფსალმუნები 103:32
    დახედავს დედამიწას და ირყევა იგი, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
  6. იობი 9:6
    არყევს დედამიწას თავის ადგილზე და ტორტმანებენ მისი სვეტები.
  7. ფსალმუნები 59:2
    შეაზანზარე და გააპე მიწა; განკურნე მისი ჭრილობები, რადგან ტორტმანებს.
  8. საქმეები 4:31
    და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.

← ყველა თემა „ღ"-ზე

Close
Close