მეორე რჯული 20:4
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ მტრებთან საბრძოლველად, თქვენს გადასარჩენად.”
ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა.
იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”
ეფესელთა 6:13
ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ.
იაკობის 1:12-14
ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
მათეს 16:28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს.”
1 პეტრეს 3:18
რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
1 იოანეს 5:4
ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა.
რომაელთა 8:31-32
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?
იესო ნავეს ძე 10:8
და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი, წინ ვერ დაგიდგება ვერცერთი მათგანი.”
ზაქარია 9:15
ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ. შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს, ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს. აივსებიან სასხურებელი თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
ფილიპელთა 4:1
აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულნო და გვირგვინნო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო.
იგავნი 21:31
ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
1 კორინთელთა 15:57
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
ფსალმუნები 107:13
ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
2 კორინთელთა 12:9-10
და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.
ეფესელთა 6:10
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
გამოცხადება 21:6-7
მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე.
გამოცხადება 12:10
მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: “ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე.
გამოცხადება 20:4
ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომარენი, და მათ მიეცათ სამსჯავრო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.