ფსალმუნები 33:17-20
მოუხმობენ მართალნი და ისმენს უფალი – ყველა გასაჭირისგან იხსნის მათ. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი. მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
მათეს 4:23-24
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში. და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.
2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
მათეს 17:14-20
ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლმოდრეკით. უთხრა: „უფალო! შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება”. იესომ თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!” მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწვილი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?” ხოლო მან უთხრა: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას – აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
მეორე რჯული 28:14-15
ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად. მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
მეორე რჯული 28:28
მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
1 მეფეთა 16:14
განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.
ფსალმუნები 36:5-8
ჭრილობები ამიყროლდა და დამიჩირქდა, ჩემი უგუნურობის გამო. მოვიდრიკე და დავმდაბლდი, მთელ დღეს მგლოვიარე დავიარები. რადგან ჩემი წელი სიცხითაა გათანგული და ჯანსაღი ადგილი აღარ შერჩა ჩემს სხეულს. მეტისმეტად დავუძლურდი და დავძაბუნდი, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
ფსალმუნები 40:3
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; ავადმყოფობის სარეცელიდან წამოაყენებს მას.
ლუკას 1:37
რადგან ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი.“
1 პეტრეს 5:7
მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
მსგავსი თემები: