მთავარითემები „ა"აწმყო

აწმყო

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ანგია 1:13
    თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, – ამბობს უფალი.
  2. მეორე რჯული 31:6
    გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს”.
  3. მათეს 1:23
    აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!
  4. მათეს 18:20
    ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.
  5. მათეს 28:20
    ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
  6. იოანეს 14:18
    ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
  7. საქმეები 18:10
    ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.
  8. იოანეს 16:7
    მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.
  9. მათეს 19:29
    და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
  10. გამოსვლა 23:25
    უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
  11. 1 ტიმოთეს 4:8
    ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
  12. 1 პეტრეს 1:9
    რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს – სულის ხსნას,
  13. რომაელთა 8:23
    და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.
  14. 2 კორინთელთა 1:22
    რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.
  15. 2 კორინთელთა 5:5
    სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.
  16. ეფესელთა 1:3
    კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
  17. იგავნი 30:8
    ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
  18. ფილიპელთა 3:19
    მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.

← ყველა თემა „ა"-ზე

Close
Close