იერემია 1:5
„სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.”
იობი 31:14-15
მაშინ რაღა ვქნა, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხი გავცე? განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, მანვე არ შექმნა იგი? განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში?
ფსალმუნები 138:13-16
რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი.
გამოსვლა 20:13
არა კლა.
ფსალმუნები 126:3
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.
1 კორინთელთა 3:16-17
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.
დაბადება 2:7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
ლუკას 1:44
ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში.
იობი 3:16
ან რატომ არ დავიმარხე მკვდრადშობილივით, იმ ჩვილივით, ნათელი რომ არ უნახავს?
რომაელთა 9:11
მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ – არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,
საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
ესაია 49:1
მისმინეთ მე, კუნძულებო, და ყურად იღეთ, შორეულო ხალხებო: უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო მე, ჩემი დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.
ესაია 44:2
ასე თქვა უფალმა, შენმა შემქმნელმა, დედის მუცელში შენმა გამომსახველმა და შენმა შემწემ: ‘ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ; და შენ, იეშურუნ, რომელიც ავირჩიე.
ლუკას 1:41
როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით.
ესაია 66:9
მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?” – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!” – ამბობს შენი ღმერთი. –
მათეს 15:19
ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
იგავნი 6:17
ზვიადი თვალები, მატყუარა ენა, ხელები, უდანაშაულო სისხლის დამღვრელნი,
ფსალმუნები 21:10
შენი იმედი მქონდა დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
ესაია 49:15
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!
დაბადება 1:27
და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.