1 ნეშტთა 20

By
ივნისი 5, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

201 წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონის ძეთა ქვეყანა. და მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. და აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია. 2 აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი მისი თავიდან, და ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. 3 და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხოცვა ხერხებით, რკინის საცეხვებითა და რკინის ცულებით. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში, 4 ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფიმელთა ერთი ძე, და დაზავდნენ. 5 და კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ბუნი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. 6 და კვლავ ატყდა ომი გათში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზთა ნაშიერი იყო. 7 და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყას ძემ – დავითის ძმისწულმა. 8 ესენი შეეძინნენ რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ.

თავი მეცხრამეტე                                                                                                                           თავი ოცდამეერთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close