1 ნეშტთა 27

By
ივნისი 9, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

271 ესენი არიან ისრაელის ძენი მათი რიცხვის მიხედვით, თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცნი, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შესდგებოდა. 2 პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იოშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 3 იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური. 4 მეორე თვის დასზე იყო დოდაი ახოხელი, მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 5 მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენაიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მის. დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 6 ეს ბენაიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო. 7 მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასაელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 8 მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუთ იზრახელი. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 9 მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი, მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 10 მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 11 მერვე თვეში მერვე იყო სიბექაი ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 12 მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანეთოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 13 მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარხელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 14 მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან, მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 15 მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყათნიელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. 16 ისრაელის შტოებზე: რეუბენის ძეთა წინამძღოლი იყო ელიეზერ ზიქრის ძე; სიმონელებისა – შეფატიაჰუ მაყაქას ძე; 17 ლევიანებისა – ხაშაბია კემუელის ძე; აარონისა – ცადოკი; 18 იუდასი – ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა – ყომრი, ძე მიქაელისა; 19 ზებულუნისა – იშმაყიაჰუ, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა – იერიმოთ ყაზრიელის ძე; 20 ეფრემის ძეთა – ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე, მენაშეს ნახევარტომისა – იოელ ფედიაჰუს ძე; 21 მენაშეს ნახევარტომისა – იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა – იაყასიელ აბნერის ძე; 22 დანისა – ყაზარელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი. 23 ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა. 24 იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შესულა. 25 სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე. ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო – იეჰონათან ყუზიაჰუს ძე. 26 მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ – ყეზრი ქელუბის ძე. 27 ვენახებზე – შიმყი რამათელი, ყურძნისა და ღვინის მარაგზე – ზაბდი შიფმელი, 28 ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის – ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე – იოყაში. 29 ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა – შიტრაი შარონელი, ნახირზე ხეობებში – შაფატ ყადლაის ძე, 30 აქლემებზე – იობილ ისმაელიანი, სახედრებზე – იეხდეიაჰუ მერონოთელი, 31 ცხვარზე – იაზიზ ჰაგერელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ, 32 იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი. იეხიელი ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო. 33 ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქელი კი – მეფის მეგობარი. 34 ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენაიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.

თავი ოცდამეექვსე                                                                                                                               თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close