HomeUncategorized

1 ნეშტთა 13

ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

131 და ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს. 2 და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღვთის, ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათს შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ, 3 და ჩვენთან გადმოვასვენოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.” 4 და თქვა მთელმა კრებულმა: „ასე იყოს”, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონი იყო ხალხის თვალში. 5 და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსასვენებლად. 6 და ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალათაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოესვენებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება. 7 და შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოასვენეს აბინადაბის სახლიდან. და ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ. 8 დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. და მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს. 9 როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან დააყირავეს იგი ხარებმა. 10 და აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის მიშველების გამო, და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე. 11 და შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა. 12 და შეეშინდა დავითს ღვთისა იმ დღეს და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე ღვთისკიდობანი?” 13 და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისათნ მიტანა დავითის ქალაქში და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა. 14 სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი.

თავი მეთორმეტე                                                                                                                             თავი მეთოთხმეტე

COMMENTS