1 ნეშტთა 2
21 ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი, 2 დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი. 3 იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა; ქანაანელი შუაყის ასულისაგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი, ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი უფალმა. 4 თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზერახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა. 5 ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული. 6 ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი – ხუთნი. 7 ქარმის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გატეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია. 8 ეთანის ძენი: ყაზარია. – 9 და ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი. 10 რამმა შვა ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა – იუდას ძეთა წინამძღოლი, 11 ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი, 12 ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე, 13 იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე – აბინადაბი, მესამე – შიმყა, 14 მეოთხე – ნეთანეელი, მეხუთე – რადაი, 15 მეექვსე – ოცემი, მეშვიდე – დავითი. 16 მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი – სამნი. 17 აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი იყო, ისმაელიანი. 18 ქალებმა, ხეცრონის ძემ, ყაზუბას, თავის ცოლს, და იერიყოთს აშობინა; აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი. 19 და მოკვდა ყაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად, უშვა მას ხური. 20 ხურმა შვა ური. ურიმ შვა ბეცალელი. 21 მერე ხეცრონი გილყადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. უშვა მას სეგუბი. 22 სეგუბმა შვა იაირი. გილყადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა. 23 გეშურმა და არამმა წაართვეს მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად – სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გილყადის მამის, მაქირის ძენი არიან. 24 მას შემდეგ რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლმა აბიამმა უშვა მას აშხური, თეკოაყის მამა. 25 ხეცრონის პირმშოს იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. 26 იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყატარა, ის იყო ონამის დედა. 27 იერახმეელის პირმშოს რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი. 28 ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური. 29 აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი. 30 ნადაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. 31 აფაიმს ჰყავდა ძე – იშყი, იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი. 32 იადაყის, შამაის ძმის, ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა. 33 იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ. 34 შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშანს ეგვიპტელი ყმა ჰყავდა, სახელად იარხაყი. 35 შეშანმა თავისი ასული თავის ყმას იარხაყს მისცა ცოლად. და უშვა მას ყათაი. 36 ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი, 37 ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი, 38 ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია, 39 ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა, 40 ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი, 41 შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი. 42 იერახმეელის ძმის, ქალების ძენი: პირმშო – მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის, ძენი. 43 ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი. 44 შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი. 45 შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა. 46 ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი. 47 იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი. 48 ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა. 49 და შვა მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა – შევა. ქალების ასული იყო ყაქსა. 50 ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურას ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა, 51 სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადერისა. 52 შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები: ჰაროე, ხაცი, მენუხოთი. 53 კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრელი, ფუთელი, შუმათელი და მიშრაყელი. მათგან გამოვიდნენ: ცორყათელი და ეშთაოლელი. 54 სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათელი, ყატაროთ-ბეთ-იოაბი, მანახთიელთა ნახევარი, და ცორყელნი. 55 იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი, ესენი კინელნი არიან, ბეთ-რექაბის მამის ხამათის შთამომავლები.