1 ნეშტთა
111 მოვიდაა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ. 2 გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა, გითხრა: ‘შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის, მთავარი.’” 3 და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე, და სცხეს ისრაელზე მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით. 4 და გაილაშქრეს დავითმა და ისრაელის ძეთ იერუსალიმისაკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი. 5 და უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ”. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი. 6 და თქვა დავითმა: „ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდება თავკაცი და სარდალი.” ყველაზე უწინ იოაბი, ცერუიას ძე, ავიდა და გახდა სარდალი. 7 და დადგა დავითი იმ ციხე-სიმაგრეში. ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი. 8 მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი დანარჩენი ქალაქი აღადგინა. 9 და სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი იყო მასთან. 10 აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში, ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ. 11 აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშობყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი. მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა. 12 მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდო ახოხელისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი. 13 იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ. იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. 14 ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. და დიდი ხსნა მოიტანა უფალმა. 15 ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული. 16 მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა. 17 და ინება დავითმა და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?” 18 და გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, და წამოიღეს და დავითს მიუტანეს. არ ინდომა დავითმა მისი შესმა და უფალს დაუღვარა. 19 და თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!” და აღარ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე. 20 აბიშაი, იოაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა, მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში. 21 ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა. 22 ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი, ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს. 23 მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა: შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსელავი. და ჩაუხტა კეტით და ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა. 24 ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის. 25 ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა. 26 მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი, 27 შამოთ ჰარორელი, ხელეც ფელონელი, 28 ყირა, ყიკეშის ძე, თეკოაყელი, აბიყეზერ ყანათოთელი, 29 სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი, 30 მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, 31 ითაი, რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფირყათონელი, 32 ხურაი გაყაშის ხევიდან, აბიელ ყარბათელი, 33 ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი. 34 ჰაშემ გიზონელის ძენი; იონათან შაგეს ძე, ჰარარელი, 35 ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე, 36 ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი, 37 ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე, 38 იოელ, ნათანის ძმა, მიბხარ ჰაგრის ძე, 39 ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი, 40 ყირა ითრელი, გარებ ითრელი, 41 ურია ხეთელი, ზაბად ახალაის ძე, 42 ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენის ძეთა თავკაცი, და ოცდაათი მასთან ერთად. 43 ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი, 44 ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და – ხოთამის ძენი – ყაროყერელნი. 45 იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა, მისი ძმა თიციელი, 46 ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია – ელნაყამის ძენი – და ითმა მოაბელი. 47 ელიელი, ყობედი, იაყასიელ მეცობაელი.