უწმინდურება ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 5:3
ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.

რომაელთა 1:23-24
და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.

1 კორინთელთა 6:18
გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.

მათეს 5:28
მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

გალატელთა 5:19
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,

რომაელთა 6:19
ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად.

ეფესელთა 4:18-19
დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.

კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

2 პეტრეს 2:10
განსაკუთრებით კი ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, მაღალთა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და უფალთა უშიშრად მგმობნი,

1 კორინთელთა 6:15
განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ქრისტეს ასოებს მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!

იუდა 1:7
როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძავობდნენ და აჰყვნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის ნიმუშად არიან დადგენილნი,

1 თესალონიკელთა 4:7
რადგან ღმერთმა უწმიდურებისკენ კი არა, სიწმიდისკენ მოგვიწოდა.

ზაქარია 13:2
იმ დღეს იქნება – ამბობს ცაბაოთ უფალი – მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყანაზე, რომ მეტად აღარ იხსენებოდნენ; ცრუ წინასწარმეტყველებსა და უწმიდურ კაცსაც აღვგვი ამ ქვეყნიდან.

ებრაელთა 13:4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი – შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.