ურჩები ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 21:18
თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,

მეორე რჯული 21:20
უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.

ზაქარია 7:11
მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ.

სოფონია 3:2
არავის ხმას არ ისმენს, დარიგებას არ იღებს; უფალს არ მიენდო და თავის ღმერთს არ მიუახლოვდა.

მარკოზის 3:5
იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.

2 პეტრე 2:10
უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;

გამოსვლა 7:13
გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

გამოსვლა 7:14
უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.

გამოსვლა 7:22
და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

1 მეფეთა 6:6
რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!

იგავნი 28:14
ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.

მარკოზის 6:52
ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.

მარკოზის 8:17
იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ?

საქმეები 19:9
მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.

მეორე რჯული 31:27
რადგან ვიცი თქვენი სიჯიუტე და ქედმაგრობა: აჰა, რაც ცოცხალი ვარ, სულ ჯიუტობთ უფლის წინაშე და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ?

იერემია 7:26
მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.

იერემია 17:23
მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.

იერემია 19:15
„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვაწევ ამ ქალაქსა და მის დაბებზე ყველა იმ უბედურებას, რაც წარმოვთქვი მათზე, რადგან ქედი გაიფიცხეს და არ შეისმინეს ჩემი სიტყვა”.

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.