ბიბლიის მუხლები თემაზე
უფალი იყოს შენთან
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
რუთი 2:4
აჰა, მოვიდა ბოყაზიც ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: „უფალი იყოს თქვენთან!“ უპასუხეს: „უფალმა გაკურთხოს!
-
1 მეფეთა 17:37
თქვა დავითმა: „უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!“ მიუგო საულმა დავითს: „წადი და უფალი იყოს შენთან.
-
2 მეფეთა 14:17
ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან.
-
ამოსი 5:14
სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ.
-
2 თესალონიკელთა 3:16
თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
-
იესო ნავეს ძე 1:17
როგორც მოსეს ვუსმენდით, შენც ისე მოგისმენთ; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი იყოს შენთან ისე, როგორც მოსესთან იყო.
-
1 მეფეთა 20:13
მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
-
2 ნეშტთა 36:23
ასე ამბობსო კიროსი, სპარსეთის მეფე: „დედამიწის ყველა სამეფო მომცა უფალმა, ზეციერმა ღმერთმა და მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო იუდეის იერუსალიმში; თუ ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, უფალი, მისი ღმერთი იყოს მასთან, შეუძლია წავიდეს!
-
ეზრა 1:3
ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!
-
2 ტიმოთე 4:22
უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!
-
3 მეფეთა 8:57
ისე იყოს ჩვენთან უფალი, ღმერთი ჩვენი, როგორც ჩვენს მამებთან იყო; ნუ დაგვტოვებს და ნუ მიგვატოვებს,
-
გამოსვლა 10:10
უთხრა მათ ფარაონმა: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.