გოდება 4:13
მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისა და მის მღვდელთა ურჯულოების გამო მოხდა ეს, მის წიაღში რომ ღვრიდნენ მართალთა სისხლს.
ეზეკიელი 7:23
ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი – ძალადობით.
ესაია 5:7
ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი – ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა – სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა – ტანჯვის მოთქმაა.
ეზეკიელი 22:9
ცილისმწამებელნი იყვნენ შენში, რათა სისხლი დაეღვარათ; მაღლობებზე ჭამდნენ შენში და გარყვნილებას ეწეოდნენ.
ეზეკიელი 22:12
ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!“ – ამბობს უფალი ღმერთი.
იაკობის 5:6
თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.
იერემია 22:17
მაგრამ შენი თვალი და შენი გული მხოლოდ ანგარებას, უდანაშაულო სისხლის დაღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას ეძებს.
იერემია 19:4
რადგან მიმატოვეს და გაუუცხოვდნენ ამ ადგილს; უკმევდნენ სხვა ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ, არც მათი მამები და არც იუდას მეფეები; უდანაშაულოთა სისხლით აავსეს ეს ადგილი.
იოველი 3:19
გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
4 მეფეთა 21:16
უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ვიდრე არ აღავსო იერუსალიმი პირთამდე, გარდა იმ ცოდვისა, იუდას რომ აცოდვინა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა“.
ფსალმუნები 43:22
შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი.
გამოსვლა 23:7
შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
1 იოანეს 3:12
მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.