ტყვეები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 6:6
ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით.

2 მეფეთა 12:30-31
და აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ქანქარის წონისა, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, და სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონის ძეთა ყველა ქალაქს. და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.

მსაჯული 16:20-21
და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.” და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან. და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში.

მსაჯული 1:6
და გაიქცა ადონი-ბეზეკი და დაედევნენ უკან, და შეიპყრეს იგი, და დააჭრეს ხელისა და ფეხის ცერები.

გოდება იერემიასი 5:11-13
გააუპატიურეს ქალები სიონში და ქალწულნი – იუდას ქალაქებში.  მთავრებს მათი ხელებით ჰკიდებდნენ, უხუცესებს არ სცემდნენ პატივს. ჭაბუკნი დოლაბს ეზიდებოდნენ და ყმაწვილნი ხის ტვირთ ქვეშ ეცემოდნენ.

1 მეფეთა 15:32-33
და თქვა სამუელმა: „მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე.” მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: „ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.” და თქვა სამუელმა: „როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა აგაგი სამუელმა გილგალში უფლის წინაშე.”

2 ტიმოთეს 2:26
რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.

2 ტიმოთეს 3:6
ზოგიერთი მათგანი იპარება სახლებში და აცდუნებს უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ, და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ,

ლუკას 4:18
„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,