ტანსაცმელი ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:21
და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.

მეორე რჯული 22:5
არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი დედაკაცმა და არ შეიმოსოს კაცი ქალის სამოსლით, რადაგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, ყველა, ვინც ამას სჩადის.

1 ტიმოთეს 2:9-10
ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა არჩიეს.

ესაია 61:10
სიხარულით ვიხარებ უფალში და მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან შემმოსა მე ხსნის სამოსლით, სიმართლის ტანსაცმელი ჩამაცვა მე, როგორც ნეფეს დამადგა გვირგვინი და როგორც სასძლო, მომრთო სამკაულებით.

მათეს 6:31-33
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ.

მეორე რჯული 22:11
არ ჩაიცვა მატყლისა და სელის ნარევით ნაქსოვი სამოსელი.

1 კორინთელთა 11:6-10
რადგან, თუ ქალი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ ქალს სცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს. ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, რადგან ის ღმერთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა. რადგან მამაკაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი – მამაკაცისაგან. ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი – მამაკაცისთვის. ამიტომ ქალი ვალდებულია, ჰქონდეს თავზე ძალაუფლების ნიშანი ანგელოზებისათვის.

გამოსვლა 28:1-5
და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელიანთაგან, რათა მღვდლობა გამიწიონ აარონმა და მისმა ძეებმა: ნადაბმა, აბიჰუმ, ელეაზარმა და ითამარმა. და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად. და ელაპარაკე ყველა ხელოვან ოსტატს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს, რათა ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი. და აჰა, სამოსელი, რაც უნდა დაუმზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. და დაუმზადონ წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიონ. აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი.

ეზეკიელი 44:17-19
და როდესაც მივლენ შიდა ეზოს კარიბჭესთან, სელის სამოსელი უნდა ეცვათ და არაფერი მატყლისა შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში მსახურებისას. სელის კიდარი ედგმებათ თავზე და სელის არდაგი ექნებათ შემორტყმული წელზე. ისეთი არაფერი უნდა შემოიხვიონ, რომ გაიოფლონ. და როდესაც გარეთა ეზოში გავლენ ხალხთან, უნდა გაიხადონ სელის სამოსელი, რომლითაც მსახურობენ და დააწყონ წმიდა სენაკებში, და ჩაიცვან სხვა სამოსელი, რათა არ შეეხონ ხალხს თავიანთი წმიდა სამოსლით.

დაბადება 41:42
და წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა იოსებს ხელზე. და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს ჯაჭვი კისერზე.

2 მეფეთა 13:18
ჭრელი სამოსელი ეცვა ქალს, რადგან ასეთი მოსასხამით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. და გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.

ფსალმუნები 44:13-14
მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი. მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი, მოჰყავთ შენთან.

ლუკას 16:19
იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ყოველდღე დიდებულად ილხენდა.

საქმეები 12:21
დანიშნულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო სამოსი, დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და მიმართა მათ.

ესაია 51:8
რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს – მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში გადავა.