სხეულის შეზღუდვები ბიბლიური ციტატები

დაბადება 6:3
და თქვა უფალმა: „არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.

ფსალმუნები 77:39
ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი – ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ ბრუნდება.

ფსალმუნები 102:14
ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ.

ესაია 31:3
ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.

დაბადება 47:18
გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: “არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.

რომაელთა 4:19
არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.

1 კორინთელთა 15:50
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.

ებრაელთა 9:10
რადგან ეს არის საჭმელ-სასმელი, სხვადასხვა განბანა და ხორციელი წესების შესრულება, დადგენილი მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე.

ებრაელთა 9:13
ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდას ჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,

იოანეს 3:6
ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული.

მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.

მარკოზის 14:38
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.

რომაელთა 6:19
ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად.

რომაელთა 8:10
და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.