ფსალმუნები 118:71-73
კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.
ესაია 26:9-10
შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი. შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს.
ტიტეს 3:14
ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
ებრაელთა 5:8
და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება.
ეფესელთა 5:11
და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
იოანეს 6:45
წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
მათეს 11:29
იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
ფილიპელთა 4:9
რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
იგავნი 6:6
ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
მეორე რჯული 14:23
და ჭამეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც თვითონ ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად: თქვენი მარცვლეულის, ღვინის და ზეთის მეათედი; თქვენი საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი, რათა ისწავლოთ უფლის, თქვენი ღმერთის შიში სამუდამოდ.
მეორე რჯული 17:19
ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.
მნეორე რჯული 31:13
მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს”.
იერემია 12:16
და თუ ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან, თუ დაიფიცებენ ჩემი სახელით – ცოცხალია უფალი! – როგორც თვითონ ასწავლეს ჩემს ხალხს ბაყალის დაფიცება, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ხალხთან ერთად.
ესაია 1:17
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.