ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიწმინდის წინამძღოლობა
22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ესაია 63:11-14
მაშინ გაიხსენეს მოსე, ძველი დღეები: სად არის იგი, ზღვიდან რომ გამოიყვანა ხალხი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად? სად არის ის, ვინც თავისი წმიდა სული ჩადო მათ წიაღში? ვინც თავისი სახელოვანი მკლავით წარმართა მოსეს მარჯვენა, გააპო წყლები მათ წინაშე, რათა საუკუნოდ განეთქვა სახელი? ვინც უძღოდა მათ სიღრმეებში, როგორც ცხენს ველზე, ისე რომ არ წაბორძიკებულან ისინი? როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე დაატარებდა მოსასვენებლად თავის ხალხს უფლის სული; ამგვარად მიუძღოდი შენს ხალხს, რათა დიადი სახელი დაგემკვიდრებინა.
-
3 მეფეთა 18:12
შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
-
ფსალმუნები 138:7-10
სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში ავიდე - იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ! ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე - იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.
-
ლუკას 4:1
დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
-
მათეს 4:1
მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
-
საქმეები 10:37-38
თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა; როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
-
საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
-
საქმეები 15:28
რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
-
რომაელთა 8:14
რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
-
გალატელთა 5:18
და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
-
ესაია 59:21
მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
-
რომაელთა 6:26-27
ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
-
1 კორინთელთა 12:7-11
თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით; სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით; ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
-
გალატელთა 5:25
თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
-
მარკოზის 13:11
როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
-
მათეს 10:19-20
ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
-
ლუკას 12:11-12
სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ. რადგან სულიწმიდა გასწავლით იმ დროს, რაც უნდა ილაპარაკოთ”.
-
საქმეები 8:29
მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.
-
1 კორინთელთა 12:3
რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
-
საქმეები 16:6-7
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში. მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
-
საქმეები 20:22
და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
-
საქმეები 16:13
მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.