მათეს 3:11
მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
ლუკას 3:16
იოანე ყველას პასუხობდა: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
რომაელთა 15:16
რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
1 კორინთელთა 6:11
ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
1 პეტრეს 1:2
მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
2 თესალონიკელთა 2:13
ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,
1 კორინთელთა 6:18-19
გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
რომაელთა 6:4
ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.
რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
რომაელთა 14:17
ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
2 კორინთელთა 3:18
ვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
გალატელთა 5:17
ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
რომაელთა 8:5-9
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს. ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
რიცხვნი 27:18
უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იეშუა ნავეს ძე, კაცი, რომელზეც არის სული და დაასხი ხელი;
მეორე რჯული 34:9
და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
საქმეები 6:3-5
ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”. მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.
ლუკას 2:25
და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთისმოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა; სულიწმიდა იყო მასზე.
საქმეები 11:24
კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.
2 კორინთელთა 6:6
სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,