ფსალმუნები 142:10
უფალო, შენი სახელის გულისთვის შემინარჩუნე სიცოცხლე. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
რომაელთა 8:14
რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
გალატელთა 5:18
და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
ეზეკიელი 37:1
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.
მათეს 4:1
მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
მარკოზის 1:12
და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
ესაია 48:16
მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა.
ლუკას 2:17
სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,
საქმეები 8:29
მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.
საქმეები 10:19-20
სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აი, სამი კაცი გეძებს. ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
საქმეები 11:12
მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში.
საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
საქმეები 13:14
ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
საქმეები 15:28
რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
საქმეები 16:6
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
საქმეები 16:7
მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
საქმეები 19:21
ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
საქმეები 20:22
და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
გამოცხადება 4:2
მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.
გამოცხადება 17:3
სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.
გამოცხადება 21:10
წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;