სულის გარეშე ბიბლიის მუხლები

იერემია 10:14
უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას.

იერემია 51:17
უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას.

აბაკუმი 2:19
ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.

ეზეკიელი 37:8
და დავინახე: აჰა, ძარღვებით შეივსო და ხორცი და ტყავი გადაეკრა ზედ, სული კი არ იყო მათში.

ფსალმუნები 134:17
ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც სუნთქვა გააჩნია მათ პირებს.

3 მეფეთა 17:17
ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.

დანიელი 10:17
როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ილაპარაკოს ჩემს ბატონთან, როცა აღარც ძალა მაქვს და აღარც სუნთქვა დარჩა ჩემში?

იობი 9:18
სულს არ მათქმევინებს და სიმწრით მანაყრებს.

იერემია 4:31
თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!

იერემია 14:6
კანჯრები დამდგარან ხრიოკ სიმაღლეებზე და ტურებივით ჰაერს ყლაპავენ; თვალები ებინდებათ, რადგან აღარ არის ბალახი.

ლუკას 23:46
დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: “მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.

საქმეები 5:5
ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.

საქმეები 5:10
მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.