1 კორინთელთა 13:7
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
რომაელთა 3:25
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში,
ეფესელთა 4:2
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
მათეს 5:38-41
გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
ესაია 48:9
ჩემი სახელის გამო ვაყოვნებ ჩემს რისხვას და ჩემი ხოტბისთვის ვაკავებ მას, რომ არ მოიკვეთო.
2 კორინთელთა 2:5-11
და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. ასეთისათვის ამგვარი სასჯელიც საკმარისია უმრავლესობისაგან. ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი. ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ. ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
კოლოსელთა 3:13
შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
იონა 4:10-11
უთხრა უფალმა: „შენ აყირო გენანება, რომელზეც არ გიშრომია, არ გაგიზრდია. ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გახმა. მე კი არ უნდა მენანებოდეს ნინევე, დიდი ქალაქი, რომელშიც ასოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც თავიანთი მარჯვენა ვერ გაურჩევიათ მარცხენისაგან და სადაც უამრავი საქონელია?”
რომაელთა 10:21
ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.
დაბადება 18:21
თქვა აბრაჰამმა: „ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: “არც ათისთვის დავღუპავ”.