სისუფთავე ბიბლიის მუხლები

ესაია 1:14-18
თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით. და, როცა ხელს გამომიშვერთ, მე თვალს აგარიდებთ, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ, რადგან სისხლითაა დასვრილი თქვენი ხელები. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ თქვენი ბოროტი საქმეები ჩემს თვალთაგან, შეწყვიტეთ ბოროტება. ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძიეთ სამართალი; გაამხნვეთ ჩაგრული, სამართლიანად განიკითხეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს. მოდით და ვიკამათოთ, – ამბობს უფალი. – ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გახდება.

ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.

ფსალმუნები 50:7
მასხურე მე უსუპით და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები.

1 იოანეს 1:8-10
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან. თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

მათეს 12:43-45
როდესაც უწმიდური სული გამოდის ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უფრო ბოროტს და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც.“

2 კორინთელთა 7:1
როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, ჩემო საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან და ღმერთის მოშიშებით სრულვყოთ ჩვენი სიწმიდე.

მათეს 23:26
ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.

ლევიანნი 19:28
არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ; მე ვარ უფალი.

მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით წმიდანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.

ფილიპელთა 4:8
დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.

იაკობის 4:17
ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.

იერემია 4:14
გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმ, რომ გადარჩე! როდემდე უნდა ელოლიავებოდე ბოროტ ზრახვებს?

ეფესელთა 5:25-27
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,  რათა წმიდაეყო იგი, განეწმიდა წყალში განბანით სიტყვით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან კვალი წყლულისა, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო.

ტიტეს 3:4-5
ხოლო როცა გაცხადდა ჩვენი ღვთაებრივი მაცხოვრის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით,

იაკობის 4:8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო.

ფსალმუნები 50:2
სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე მე!