ესაია 45:7
მე ვსახავ სინათლეს და ვქმნი ბნელს, ვიქმ მშვიდობას და ვქმნი უბედურებას, მე ვარ უფალი, რომელიც იქმს ყოველივე ამას.
ფსალმუნები 138:12
წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის!
დაბადება 1:4
იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან.
დაბადება 1:18
რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
იობი 26:10
წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად;
ეკლესიასტე 2:13
და ვნახე, რომ სიბრძნე აღემატება სიბრიყვეს, ისევე, როგორც სინათლე – სიბნელეს,
ესაია 5:20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს – ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს – მწარედ.
ამოსი 5:8
მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
2 პეტრეს 1:19
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.
1 იოანეს 2:9
ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.