სიძულვილი ნათესავებს შორის ბიბლიის მუხლები

დაბადება 4:9
ჰკითხა უფალმა კაენს: “სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: “არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”

ფსალმუნები 49:20
დაჯდები, შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.

იერემია 12:6
რადგან შენმა ძმებმაც და მამაშენის სახლმაც გიღალატა, ისინიც ხმამაღლა დაგყვირიან. სასიკეთოდაც რომ გელაპარაკონ, ნუ ერწმუნები”.

ამოსი 1:11
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო – რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს.

ამოსი 1:9
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, – რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს.

ლუკა 21:16
ადაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავენ.

მეორე რჯული 13:6-10
თუ ჩურჩულით წაგაქეზებს შენი ძმა – დედაშენის შვილი, შენი ძე ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან შენი მეგობარი, საკუთარი სულივით რომ გიყვარს: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები, იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენ გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, დედამიწის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, არ დასთანხმდე და ნუ გაუგონებ; ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ და ნუ დაიფარავ; არამედ მოკალი იგი; პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე მთელი ხალხისა. ჩაქოლეთ იგი, რომ მოკვდეს; რადგან შენი ჩამოცილება ჰქონდა განზრახული უფლის, შენი ღმერთისგან, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა.

მათეს 10:21
ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ.

მარკოზის 13:12
ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.

მიქა 7:6
რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი – დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.

მათეს 10:36
კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან.

2 მეფეთა 12:11
ასე ამბობს უფალი: აჰა, შენივე სახლიდან მოგივლენ უბედურებას, ავიყვან შენს ცოლებს შენს თვალწინ და მივცემ მათ შენს მოძმეს, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან!

იგავები 19:7
ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.

იგავები 18:19
განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.

მარკოზის 6:4
უთხრა მათ იესომ: “წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა”.

ლუკა 14:26
“თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

იგავები 6:19
ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.