ბიბლიის მუხლები თემაზე
სიძლიერის შეზღუდვები
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
1 მეფეთა 2:9
იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.
-
ფსალმუნები 146:10
არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
-
ფსალმუნები 32:16
ვერ უშველის მეფეს ჯარის სიმრავლე და დიდი ძალა ვერ იხსნის მებრძოლს.
-
იობი 36:19
გიშველის ყვირილი გასაჭირში, ოქრო ან მთელი შენი ძალისხმევა?
-
ეკლესიასტე 9:11
ესეც ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლთ აქვთ წარმატება სირბილში და არც ძლიერთ - ომში, არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ - სიმდიდრე და არც მცოდნეთ - მოწონება; ვინაიდან ყოველივე ჟამსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული.
-
აბაკუმი 1:11
ქარივით გადაივლიან ზღვას, გადაივლიან და დანაშაულს ჩაიდენენ, მათი ძალა მათი ღმერთია.
-
იგავნი 5:10
შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.
-
1 მეფეთა 2:31
აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.
-
იერემია 31:11
რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.
-
ეზეკიელი 34:16
დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!
-
ეზეკიელი 7:24
უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
-
მათეს 12:29
ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.
-
მარკოზის 3:27
ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ შებოჭავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
-
ლუკას 11:22
მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
-
ამოსი 2:14
მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.