ბიბლიის მუხლები თემაზე
სიბნელიდან სინათლეში
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ესია 9:2
დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
-
ლუკას 1:79
სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
-
მათეს 4:16-17
ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”. იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.
-
იოანეს 1:5
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
-
2 კორინთელთა 4:6
ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.
-
1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
-
ეფესელთა 5:8-9
ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით, რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
-
იოანეს 8:12
კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
-
საქმეები 26:17-18
რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.
-
მათეს 10:27
რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.