გამოსვლა 34:16
მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
მეორე რჯული 7:3
არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
იესო ნავეს ძე 23:12
რადგან თუ კვლავ უკუიქცევით უფლისგან, მიეტმასნებით თქვენ შორის დარჩენილ ხალხებს, დაუმოყვრდებით და აღირევით მათთან,
3 მეფეთა 11:2
იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: „ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
ეზრა 9:12
აჰა, ნუ მიათხოვებთ მათ ძეებს თქვენს ასულებს და ნურც მათ ასულებს შერთავთ თქვენს ძეთ. უკუნისამდე ნუ გექნებათ მათთან მშვიდობა და სიკეთე, რათა შეძლოთ განმტკიცება და ამ ქვეყნის დოვლათის ჭამა, თქვენ შემდეგ კი, თქვენი ძეებისთვის დატოვება საუკუნოდ!
2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
დაბადება 24:3
და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
დაბადება 24:37
დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
მეორე რჯული 7:4
რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
მსაჯული 14:3
უთხრეს მამამ და დედამ: „ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და მთელს შენს ხალხში, წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს?” უთხრა სამსონმა მამამისს: „ის მომიყვანე, რადგან მომეწონა”.
ეზრა 9:14
ნუთუ კვლავ დავარღვევთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით სისაძაგლეების ჩამდენ ხალხებს? განა არ განრისხდები, რომ მოგვსპო და აღარავინ გადარჩეს?
ნეემია 10:30
რომ არ მივცემდით ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ძეებს.
რიცხვნი 36:3
და თუ ისინი ისრაელის ძეთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს მისთხოვდებიან, მაშინ მოაკლდება მათი წილი ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომისას, სადაც ისინი გათხოვდებიან, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდრებელს მოაკლდება;
რიცხვნი 36:8
ყოველი ასული, რომელიც წილს ისრაელის ძეთა რომელიმე ტომში იმკვიდრებს, თავისი მამის ტომის საგვარეულოსას უნდა მისთხოვდეს, რათა თითოეულმა თავის მამათა სამკვიდრებელი დაიმკვიდროს ისრაელის ძეებში.