იგავნი 4:23
ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.
ფილიპელთა 4:8
აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.
ლუკას 6:45
კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.
2 კორინთელთა 10:3-5
ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
იგავნი 4:25
შენმა თვალებმა პირდაპირ იცქირონ და შენი მზერა სწორად წარიმართოს შენს წინაშე.
1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
იობი 31:1
„აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა.
ფსალმუნები 100:3
თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დამნაშავეთა საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
მარკოზის 7:21-23
რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“
იოანეს 10:10
ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ.
კოლოსელთა 3:5-7,10
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა, რომელთა გამოც ღმერთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე, რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად,
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
ფილიპელთა 2:2-8
სრულქმენით ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე.
კოლოსელთა 3:2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
რომაელთა 8:5-7
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
ებრაელთა 13:5თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
ფსალმუნები 118:105
სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.