ლევიანნი 24:8
ყოველ შაბათს, მუდმივად დაალაგონ ისინი უფლის წინაშე, ისრაელის ძეთაგან მარადიულ აღთქმად.
მათეს 12:9-10
წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა. და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
ლუკას 4:16
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.
საქმეები 13:14
ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
მარკოზის 1:21
კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
მარკოზის 6:2
შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?
ლუკას 6:6
მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
ლუკას 13:10
შაბათს ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
საქმეები 18:4
ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.
საქმეები 13:42
იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
საქმეები 13:44
მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
საქმეები 16:13
შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.
საქმეები 17:2
პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;
საქმეები 13:27
ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
საქმეები 15:21
ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.
ლუკას 6:1
ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
ეზეკიელი 46:12
როცა მთავარი ნებაყოფლობით სრულადდასაწველ მსხვერპლს ან სამშვიდობო შესაწირს აღასრულებს, გაუხსნიან აღმოსავლეთით მიმართულ კარიბჭეს, აღავლენს თავის სრულადდასაწველ შესაწირსა და სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც შაბათ დღეს აკეთებს, გავა და დაკეტავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.
ეზეკიელი 46:1
„ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული, ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში დახშული იქნება, ხოლო შაბათობითა და ახალმთვარობის დღეს გაიღება.
ეზეკიელი 46:3
თაყვანს სცემს ქვეყნის ხალხი უფალს იმ კარიბჭის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობისას.
ეზეკიელი 46:4
სრულადდასაწველი შესაწირი, მთავარი რომ შესწირავს უფალს შაბათ დღეს, ასეთი იქნება: ექვსი საღი ცხვარი და ერთიც უნაკლო ვერძი.
ლუკას 14:1
ისე მოხდა, რომ შაბათს, ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან მივიდა პურის საჭმელად, ისინი კი უთვალთვალებდნენ.
ლუკას 23:54
ის დღე პარასკევი იყო, შაბათი დგებოდა.