მთავარითემები „ს"საზოგადოებრივი მოვალეობები

საზოგადოებრივი მოვალეობები

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 7:3
    ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს.
  2. ლევიანნი 19:11
    არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
  3. იგავნი 11:1
    მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
  4. ეფესელთა 4:11
    და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
  5. კოლოსელთა 3:18
    ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
  6. რომაელთა 13:1
    ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.
  7. რომაელთა 12:2
    და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
  8. კოლოსელთა 4:2
    იყავით მტკიცენი ლოცვაში და მადლიერებით იფხიზლეთ მასში.
  9. 1 კორინთელთა 7:20
    თითოეული იმ მოწოდებაში დარჩეს, რომლითაც მოუწოდეს.
  10. გამოსვლა 15:20
    არ იქურდო.
  11. ეფესელთა 6:10
    დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
  12. იოანეს 4:7
    მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: „წყალი დამალევინე,
  13. გამოსვლა 22:22
    ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.
  14. გამოსვლა 18:20
    ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
  15. იგავნი 22:2
    მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
  16. 1 ტიმოთეს 2:1
    ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,

← ყველა თემა „ს"-ზე

Close
Close