საუკუნო აღთქმა ბიბლიური ციტატები

დაბადება 17:7
აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.

იერემია 32:40
სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.

დაბადება 9:12
თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:

დაბადება 9:16
ამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.

დაბადება 17:13
წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა, შენი ფულით ნაყიდმა და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე მარადიულ აღთქმად.

დაბადება 17:19
უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: „არა, შენი ცოლი, სარა შობს შენთვის ძეს, სახელად ისაკს დაარქმევ და მასთან დავდებ სამარადისო აღთქმას მისი შთამომავლობისათვის.

რიცხვნი 18:19
მთელი წმიდა შესარხევი შესაწირი, რომელსაც უფლისთვის აღავლენენ ისრაელის ძენი, შენ მოგეცი, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად, საუკუნო წესად. ეს არის მარილის საუკუნო აღთქმა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისთვის შენთან ერთად”.

2 მეფეთა 23:5
ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?

1 ნეშტთა 16:15
გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!

ფსალმუნები 104:8
საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვა, ნაბრძანები ათასი თაობისთვის.

ფსალმუნები 104:10
დაუდგინა იგი წესად იაკობს და სამუდამო აღთქმად – ისრაელს.

ფსალმუნები 110:5
აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, მარადის ახსოვს თავისი აღთქმა.

ფსალმუნები 110:9
გამოსყიდვა მოუვლინა თავის ხალხს; საუკუნო მცნებად დაუდო თავისი აღთქმა; წმიდაა და საშიში მისი სახელი.

ესაია 55:3
მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.

იერემია 50:5
სიონის გზას იკითხავენ, მისკენ მიმართავენ სახეებს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს საუკუნო აღთქმით, რომელიც აღარ იქნება დავიწყებული!

ეზეკიელი 16:60
გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში დადებულს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.

ეზეკიელი 37:26
მშვიდობის აღთქმას დავდებ მათთან და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვიდრებ მათ, გავამრავლებ და ჩემს საწმიდარს დავდგამ მათ შორის საუკუნოდ.

ებრაელთა 13:20
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,

გამოსვლა 31:16
დაიცვან ისრაელის შვილებმა შაბათი და თაობიდან თაობამდე უქმობდნენ შაბათს, სამარადისოა ეს აღთქმა.

ოსია 2:10
საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.,

ლუკას 1:55
როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.