სამსხვერპლოების მშენებლობა ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 23:1
და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.”

გამოსვლა 32:5
და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ”.

დაბადება 8:20
და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე.

დაბადება 12:7
და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და აბრამმა იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.

დაბადება 12:8
და წავიდა იქიდან მთისაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა იქ კარავი. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, და მოუხმო უფლის სახელს.

დაბადება 13:4
იმ ადგილამდე, სადაც მან პირველად ააგო სამსხვერპლო და იქ მოუხმო აბრამმა უფლის სახელს.

დაბადება 13:18
და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუშენა იქ სამსხვერპლო უფალს.

დაბადება 22:9
და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ.

დაბადება 26:25
და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისაკის მსახურებმა.

გამოსვლა 17:15
და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად: „უფალი ბაირაღია ჩემი.”

იესო ნავეს ძე 8:30
მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,

იესო ნავეს ძე 22:10
და მიადგნენ რა იორდანეს სანახებს, ქანაანის ქვეყანაში, იქ, იორდანესთან ააშენეს სამსხვერპლო რეუბენიანებმა და გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა, – შესახედად დიდი სამსხვერპლო.

მსაჯული 6:24-28
და სამსხვერპლო აუგო იქ გედეონმა უფალს, და უწოდა მას: უფალი მშვიდობაა. იგი ამ დღემდე დგას აბიყეზერელთა ყოფრაში. და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი, მამაშენს რომ ჰყავს, და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი; და დაანგრიე სამსხვერპლო ბაყალისა, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე. და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და აიყვანე მეორე მოზვერი და აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.” და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავის მამის სახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა. და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე მოზვერი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი სრულადდასაწველად.

მსაჯული 21:4
და მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი და ააგო იქ სამსხვერპლო, და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები.

ეზრა 3:2
და ადგნენ იესო იეჰოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები და ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე აღევლინათ სრულადდასაწველნი, როგორც ეს სწერია მოსეს, ღვთისკაცის, რჯულში.

1 მეფეთა 7:17
ბრუნდებოდა რამას, რადგან იქ იყო მისი სახლი, და აქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.

2 მეფეთა 24:18
და მივიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: „წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო არავნა იებუსეველის კალოზე.”

1 ნეშტთა 21:18-26
და უთხრა უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად გადს: „ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე”. და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. და გამოიხედა ორნანმა დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა. და მივიდა დავითი ორნანთან. და გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს. და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასურად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.” და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.” და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.” ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს. იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.

3 მეფეთა 9:25
წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი სრულადდასაწველ და სამშვიდობო მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა, და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სახლი.

3 მეფეთა 12:33
და ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია, და დაუწესა დღესასწაული ისრაელის ძეთ, და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.

3 მეფეთა 16:32
და აღუმართა სამსხვერპლო ბაყალს ბაყალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.

4 მეფეთა 16:11
და ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო. როგორც შეუთვალა მეფე ახაზმა დამასკოდან, ისე გააკეთა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დაბრუნებამდე დამასკოდან.

2 ნეშტთა 28:24
და მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული და დაკეტა ღვთის სახლის კარებები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში.

2 ნეშტთა 33:3-5
და კვლავ აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და მსახურებდა მათ. ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: „იერუსალიმში საუკუნოდ იქნება ჩემი სახელი.” აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის სახლის ორთავე ეზოში.