სამოქალაქო მოვალეობები ბიბლიის მუხლები

ეზრა 7:26
და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის სჯულსა და მეფის კანონებს, დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განდევნა, ფულადი გადასახადი ან დაპატიმრება.“

იგავნი 24:21
გეშინოდეს, შვილო, უფლისა და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი,

ეკლესიასტე 8:2
აღასრულე მეფის ბრძანება, რადგან ღმერთისთვის გაქვს მიცემული ამის აღთქმა.

მათეს 22:21
ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!“

რომაელთა 13:1
ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

ტიტეს 3:1
შეაგონე მათ: დაემორჩილონ და დაუჯერონ მთავართ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის,

1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

მათეს 17:24-27
კაპერნაუმში მისვლისას მიადგნენ პეტრეს დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ ეუბნება: „გადაიხდის.“ როცა ის სახლში შედიოდა, იესო მიუახლოვდა მას და უთხრა: „როგორ გგონია, სიმონ, მიწიერი მეფეები ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოელთაგან?“ ხოლო როდესაც უპასუხა: „უცხოელთაგან,“ უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფლები არიან. მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“

1 მეფეთა 24:6
და უთხრა თავის ხალხს: „უფალმა მაშოროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო და ხელი აღვმართო ჩემს ბატონზე, უფლის ცხებულზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.“

ეკლესიასტე 10:20
გულშიც კი ნუ გაივლებ მეფის წყევლას, შენს მოსასვენებელშიც ნუ აგინებ მდიდარს; თორემ ცის ფრინველი მიუტანს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს შენს სიტყვებს.

საქმეები 23:5
თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.

იუდა 1:8
მსგავსადვე ეს მეოცნებენიც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ.