სამართლიანობა ბიბლიის მუხლები

იგავნი 21:15
სამართლის ქმნა სიხარულია მართლისათვის და შიშის ზარი – ბოროტთათვის.

ფსალმუნები 105:3
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს!

ამოსი 5:24
წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელი ნაკადულივით.

რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი.

ლევიანნი 19:15
სიცრუეს ნუ ჩაიდენ სამართალში, გლახაკს ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.

ესაია 30:18-19
მაგრამ უფალი დროს უცდის და შეგიწყალებთ, აღდგება და გიხსნით, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე. სიონის ხალხო, და იერუსალიმში მცხოვრებნო, გაშრება თქვენი ცრემლები. როცა ხსნისთვის შეღაღადებთ, უფალი გიშველით. უმალ გიპასუხებთ, როგორც კი თქვენი ხმა მისწვდება.

მიქა 6:8
ხომ გეუწყა შენ, მოკვდავო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან ღმერთი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

ფსალმუნები 36:27-29
ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ. რადგან უფალს უყვარს სამართალი; არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იქნებიან მასზე უკუნისამდე.

ესაია 1:17
ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძიეთ სამართალი; გაამხნვეთ ჩაგრული, სამართლიანად განიკითხეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს.

ზაქარია 7:9-10
ასე ამბობდა ცაბაოთ უფალი მაშინ: ქმენით სწორი სამართალი, ყველა კეთილად და მოწყალებით მოექცეს თავის მოძმეს; ქვრივ-ობლებს, ხიზანსა და ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, და ბოროტებას გულში ნუ ჩაიდებთ ერთმანეთის მიმართ.

მეორე რჯული 16:20
სიმართლეს, სიმართლეს მისდიე, რათა იცოცხლო და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ.

იგავნი 28:5
ბოროტი ადამიანები ვერ გაიგებენ სამართალს, უფლის მაძიებელნი კი ყოველივეს გაიგებენ.

იგავნი 29:7
მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა.

ფსალმუნები 32:5
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა;

ესაია 51:4-5
„მისმინე მე, ჩემო ერო, და ჩემო ხალხო, ყური დამიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებზე სინათლედ მოვაფენ. ახლოს არის ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, და ჩემი მკლავი ხალხებს განიკითხავს, კუნძულები მე დამენდობიან და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან.

ესაია 61:8-9
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი, მძაგს ყაჩაღობა სრულადდასაწველის მორთმევისას, მე მივცემ მათ საზღაურს ჭეშმარიტებით და საუკუნო აღთქმას დავუდებ. და ცნობილი იქნება ხალხებში მათი თესლი და მათი შვილთაშვილნი – ერთა შორის, ყველა მათი მნახველი გამოიცნობს მათ, რადგან უფლის ნაკურთხი თესლია ისინი.