საფუარი ბიბლიის მუხლები

მარკოზის 8:15
დაარიგა ისინი და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანელთა საფუარს”.

მათეს 13:33
სხვა იგავიც უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.

მათეს 16:6
იესომ უთხრა მათ: „გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.

გალატელთა 5:9
მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.

გამოსვლა 12:19-20
შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან – ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.  საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.

ლევიანნი 2:11
პურეულის არცერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.

ლევიანნი 7:13
გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად.

ლევიანნი 23:17
მიიტანეთ შესარხევად ორი პური თქვენი საცხოვრებლიდან; ორი მეათედი ეფის გამტკიცული ფქვილისაგან უნდა იყოს, საფუარიანი უნდა გამოცხვეს, უფლის პირველნაყოფია ეს.

რიცხვნი 15:20-21
პირველმოწეული ფქვილის კვერიც აღუვლინეთ. თითქოს კალოს ლეწვისას შეგეწიროთ, ისე აღუვლინეთ.  პირველმოზელილი ცომიც შესწირეთ უფალს აღსავლენად, თაობიდან თაობამდე.

1 კორინთელთა 5:5-7
სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.  არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.