იგავნი 27:1
ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
ეკლესიასტე 11:6
დათესე დილით შენი თესლი და ნურც საღამოს მოასვენებ შენს ხელს, ვინაიდან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას – ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად კარგი იქნება.
ეკლესიასტე 8:7
რადგან არ იცის რა მოხდება; და ვინ ეტყვის მას შემდეგ რა იქნება?
იაკობის 4:14
თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
დაბადება 27:2
უთხრა: „მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
ეკლესიასტე 9:12
რამეთუ არც ადამიანმა იცის თვისი ჟამი: მსგავსად თევზებისა, ბოროტ ბადეში რომ ებმებიან და ფრინველებივით, მახეში რომ არიან გაბმულნი, ასე ებმებიან ხაფანგში ადამის ძენი მოულოდნელად თავსდატეხილ ბოროტ ჟამს.
ფსალმუნები 38:6
ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
ესაია 47:11
მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას, ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები.