ფსალმუნები 113:11
ჩვენი ღმერთი კი ზეცაშია; და რასაც ისურვებს, იმას აკეთებს.
ესაია 43:13
უძველესი დროიდან იგივე ვარ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა; მოვიმოქმედებ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?”
მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
ფსალმუნები 110:2
დიდია საქმენი უფლისა, იკვლევენ მათ ისინი, ვინც ნეტარებას პოულობს მათში!
იოველი 2:21
ნუ გეშინია, მიწავ, გაიხარე და იმხიარულე, რადგან დიადი საქმენი მოიმოქმედა უფალმა.
ფსალმუნები 65:5
მოდით და ნახეთ ღვთის ნამოქმედარი, საოცარია მისი საქმენი ადამიანის შვილების მიმართ.
გამოცხადება 15:3
და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!
ესაია 28:21
რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე – უცნაური.
მიქა 2:7
ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
იოანეს 5:17
მან კი მიუგო: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
დანიელი 4:37
ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.
დანიელი 9:19
უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
1 კორინთელთა 12:6
მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.