ბიბლიის მუხლები თემაზე
პირველები
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 20:16
ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
-
1 ტიმოთეს 2:3
რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
-
1 კორინთელთა 15:45-47
ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი. პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
-
1 კორინთელთა 11:8
ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი - მამაკაცისგან.
-
მათეს 19:30
ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
-
ლუკას 13:30
და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომლებიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომლებიც უკანასკნელნი იქნებიან!
-
მარკოზის 9:35
დაჯდა, უხმო თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური”.
-
მარკოზის 10:44
და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
-
ლუკას 19:16
მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო.
-
საქმეები 12:10
გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
-
იოანეს 8:7
რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!
-
1 კორინთელთა 12:28
და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.