ნუ განიკითხავ ბიბლიური ციტატები

მათეს 7:1-2
„ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.

ლუკას 6:37
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.

იაკობის 5:9
ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ განკითხულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი.

რომაელთა 14:13
ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.

იაკობის 4:11-12
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?

1 კორინთელთა 11:31
თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.

1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.

იაკობის 2:13
რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს; წყალობა აღემატება მსჯავრს.

1 კორინთელთა 4:3
ჩემთვის კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თქვენ განმიკითხავთ თუ ადამიანთა სამსჯავრო; მე თვითონაც არ განვიკითხავ საკუთარ თავს.

რომაელთა 14:3-4
ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.

იოანეს 8:15
თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.