ნელთბილობა ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 3:16
მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.

იერემია 9:3
მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ”, – ამბობს უფალი.

ეზეკიელი 13:5
დანგრეულ კედლებზე არ ასულხართ და არც კედელი აგიშენებიათ ისრაელის ტაძრის გარშემო, რომ საბრძოლველად დადგეთ უფლის დღეს.

ეზეკიელი 16:30
როგორ გაგეთანგა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივეს ამას სჩადიოდი, როგორც აღვირახსნილი მეძავი ქალი.

ოსია 6:4
რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.

ოსია 10:2
გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან – ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.

ანგია 1:2
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო.

ანგია 2:15
ამ დღიდან მოყოლებული გულით დაუკვირდით იმას, რაც ადრე ხდებოდა; სანამ ქვა ქვაზე დაიდება უფლის ტაძარში;

მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.

გამოცხადება 2:4
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.

გამოცხადება 3:2
გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.