ძველი აღთქმა
ნეემია
71 კედელი რომ აშენდა, კარებები ჩავაყენე და გავამწესე კარისმცველები, მგალობელნი და ლევიანები, 2 და ვუბრძანე ხანანს, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რადგან ის სანდო კაცი იყო და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში, 3 და ვუთხარი მათ: „არ გააღონ იერუსალიმის ბჭენი ვიდრე მზე არ დააცხუნებს, და სანამ ისინი დგანან საგუშაგოზე, მანამ დაკეტონ და ურდულით დაგმანონ კარნი. და იერუსალიმის მკვიდრთაგან დააყენეთ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თითოეული თავისი სახლის წინ.” 4 და ქალაქი ვრცელი და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში, და არც სახლები იყო აშენებული. 5 ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო, რათა შემეკრიბა დიდებულები და მოხელეები და ხალხი აღსანუსხავად. და მივაგენი იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნს, და ვპოვე დაწერილი მასში: 6 ესენი არიან იმ მხარის შვილები, რომელნიც გადასახლებულთა ტყვეობიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და დაბრუნდნენ ისინი იერუსალიმში და იუდაში – თითოეული თავის ქალაქში, 7 რომელნიც მივიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანისთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან. ეს არის ისრაელი ხალხის მამაკაცთა რიცხვი: 8 ფარყოშის ძენი – ორი ათას ას სამოცდათორმეტი; 9 შეფატიას ძენი – სამას სამოცდათორმეტი; 10 არახის ძენი – ექვსას ორმოცდათორმეტი; 11 ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეთაგან – ორი ათას რვაას თვრამეტი; 12 ყელამის ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; 13 ზათუს ძენი – რვაას ორმოცდახუთი; 14 ზაქაის ძენი – შვიდას სამოცი; 15 ბინუის ძენი – ექვსას ორმოცდარვა; 16 ბებაის ძენი – ექვსას ოცდარვა; 17 ყაზგადის ძენი – ორი ათას სამას ოცდაორი; 18 ადონიკამის ძენი – ექვსას სამოცდაშვიდი; 19 ბიგვაის ძენი – ორი ათას სამოცდაშვიდი; 20 ყადინის ძენი – ექვსას ორმოცდათხუთმეტი; 21 ატერის ძენი ხიზკიას სახლიდან – ოთხმოცდათვრამეტი; 22 ხაშუმის ძენი – სამას ოცდარვა; 23 ბეცაის ძენი – სამას ოცდაოთხი; 24 ხარიფის ძენი – ას თორმეტი; 25 გაბაონის ძენი – ოთხმოცდათხუთმეტი; 26 ბეთლემის და ნეტოფას მკვიდრნი – ას ოთხმოცდარვა; 27 ყანათოთის მკვიდრნი – ას ოცდარვა; 28 ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი – ორმოცდაორი; 29 კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი – შვიდას ორმოცდასამი; 30 რამას და გაბაყის მკვიდრნი – ექვსას ოცდაერთი; 31 მიქმასის მკვიდრნი – ას ოცდაორი; 32 ბეთელისა და ჰაღაის მკვიდრნი – ასოცდასამი; 33 სხვა ნებოს მკიდრნი – ორმოცდათორმეტი; 34 სხვა ყელამის მკვიდრნი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; 35 ხარიმის ძენი – სამას ოცი; 36 იერიხოს ძენი – სამას ორმოცდახუთი; 37 ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – შვიდას ოცდაერთი; 38 სენაას ძენი – სამი ათას ცხრაას ოცდაათი. 39 მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – ცხრაას სამოცდაცამეტი; 40 იმერის ძენი – ათას ორმოცდათორმეტი; 41 ფაშხურის ძენი – ათას ორას ორმოცდაშვიდი; 42 ხარიმის ძენი – ათას ჩვიდმეტი. 43 ლევიანები: იესოს ძენი კადმიელის სახლიდან, ჰოდევას ძენი – სამოცდათოთხმეტი. 44 მგალობელნი: ასაფის ძენი – ასორმოცდარვა. 45 კარის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი, –ას ოცდათვრამეტი. 46 ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, 47 კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი, 48 ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი, 49 ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი, 50 რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, 51 გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, 52 ბესაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშესიმის ძენი, 53 ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი, 54 ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი, 55 ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, 56 ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი. 57 სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას, 58 იაყალას, დარკონის, გიდელის, 59 შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამონის ძენი. 60 სოლომონისა და ტაძრის მსახურთა ძენი – სულ სამას ოთხმოცდათორმეტი. 61 და ესენი იყვნენ ამოსულნი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და ამერიდან, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი: 62 დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი – ექვსას ორმოცდაორი. 63 მღვდელთაგან: ხაბაიას ძენი, ჰაკოცის ძენი, ძენი ბარზილაისა, რომელმაც მოიყვანა ცოლი გილყადელი ბარზილაის ასულთაგან და მათ სახელზე დაეწერა. 64 ამათ ეძებეს თავიანთი საგვარტომო ნუსხის ჩანაწერი და ვერ იპოვეს, და განიკვეთნენ მღვდლობიდან. 65 და განმგებელმა გააფრთხილა ისინი,რომ არ ეჭამათ წმიდადან, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით. 66 მთელი კრებული ერთიანად იყო – ორმოცდაორი ათას სამას სამოცი კაცი, 67 გარდა მონებისა და მხევლებისა, რომლებიც იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მათ ჰყავდათ მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები – ორას ორმოცდახუთი. 68 მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი, 69 ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი, ექვსი ათას შვიდას ოცი სახედარი. 70 და მამისსახლთა თავკაცთაგან ზოგიერთმა სამუშაოსთვის წილი გაიღო. განმგებელმა შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი და ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი. 71 მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსათვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორი ათას ორასი მანა ვერცხლი. 72 და რაც დანარჩენმა ხალხმა შესწირა იყო: ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორი ათასი მანა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო კვართი. 73 და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, კარის მცველნი, მგალობელნი, ნაწილი ხალხისა, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. და დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
COMMENTS