ძველი აღთქმა
ნეემია
111 და დასახლდნენ ერისმთავარნი იერუსალიმში, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა, რათა ათეულიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრა დანარჩენი – სხვა ქალაქებში. 2 და აკურთხა ხალხმა ყველა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდნენ იერუსალიმში. 3 და ესენი არიან ოლქის მთავრები, რომლებიც იეუსალიმში დასახლდნენ, ხოლო იუდას ქალაქებში – თითოეული თავის სამკვიდრებელში და თავის ქალაქში: ისრაელის ძენი, მღვდლები და ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სოლომონის ტაძრის მსახურთა შთამომავალნი. 4 იერუსალიმში იუდას ძეთაგან და ბენიამინის ძეთაგან დასახლდნენ. იუდას ძეთაგან: ყათაია ყეზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალელის ძე – ფერეცის ძეთაგან. 5 და მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, შილონის ძე. 6 ფერეცის ძენი, იერუსალიმში რომ სახლობდნენ, ოთხას სამოცდარვანი იყვნენ, მამაცი ვაჟკაცები. 7 აჰა ბენიამინის ძენი: სალუ მეშულამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე, 8 მის შემდეგ გაბაი და სალაი – ცხრაას ოცდარვა. 9 და იოელ ზიქრის ძე მათი უფროსი იყო; იუდა სენუას ძე კი ქალაქში მეორე კაცი იყო. 10 მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი, 11 სერაია ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის უფროსი. 12 და მათი ძმები, რომელნიც სახლის საქმეს ასრულებდნენ – რვაას ოცდაორნი. და ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე, 13 და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები – ორას ორმოცდაორნი. და ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახზაის ძე, მეშულემოთის ძე, იმერის ძე. 14 და მათი ძმები, მამაცი მეომრები – ას ოცდარვა. და მათ თავკაცობდა ზაბდიელ, ჰაგედოლიმის ძე. 15 და ლევიანთაგან – შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბუნის ძე. 16 და შაბთაი და იოზაბადი, ლევიანთა თავკაცთაგან, ღვთის სახლის გარე სამუშაოების გამრიგე. 17 და მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე – ლოცვისას კურთხევის მთავარი დამწყები, და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და ყაბდა შამუაყის ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე. 18 წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო. 19 და კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ – ას სამოცდათორმეტნი. 20 და დანარჩენი ისრაელის ძენი, მღვდლები, ლევიანები იუდას ყველა ქალაქში სახლობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში. 21 და ტაძრის მსახურნი ყოფელში სახლობდნენ, და მათ თავკაცობდნენ ციხა და გიშფა. 22 და ლევიანთა უფროსი იერუსალიმში იყო ყუზი, ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი – იმ ასაფიანთაგან, მგალობლებად რომ იყვნენ ღვთის სახლში სამსახურისას, 23 რადგან მათზე გაცემული იყო მეფის განკარგულება და დაწესებული იყო ყოველდღიური სარჩო მგალობელთათვის. 24 და ფეთახია ძე მეშეზაბელისა, ზერახის ძეთაგან, იუდას ძისა, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყველა სახალხო საქმეში. 25 და იუდას ძეთაგან სოფლად თავიანთ ველებზე დასახლდნენ: კირიათ-არბაყში და მის სოფლებში, დიბონში და მის სოფლებში, იეკაბცეელში და მის სოფლებში; 26 იესოში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში; 27 ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყში და მის სოფლებში; 28 ციკლაგში, მექონაში და მის სოფლებში; 29 ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში, 30 ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში; ლაქიშში და მის ველებზე; ყაზეკაში და მის სოფლებში. და დაიბანაკეს ბეერ-შებაყიდან ჰინომის ხევამდე. 31 ბენიამინის ძენი დასახლდნენ გებაყიდან მოკიდებული მიქმასსა და ყაიაში, და ბეთელსა და მის სოფლებში; 32 ყანათოთში, ნობში, ყანანიაში, 33 ხაცორში, რამაში, გითაიმში, 34 ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში, 35 ლოდში და ონოში და ხელოსანთა ხეობაში. 36 და იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინს მიეკედლა.