ნათლობის მნიშვნელობა ბიბლიის მუხლები

ლუკას 12:50
ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება.

ფსალმუნები 41:7
უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.

ფსალმუნები 68:1-2
მიხსენი, ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.

ფსალმუნები 87:7
მე დამატყდა თავს რისხვა შენი, და ყველა შენი ტალღით დამტანჯე.

მარკოზის 10:38-39
იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?” მათ უთხრეს: „შეგვიძლია.” იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით;

რომაელთა 6:3-4
ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.

რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

1 პეტრეს 3:21
რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით,

დაბადება 7:6-7
და ნოე იყო ექვსასი წლისა, როდესაც მოვიდა წარღვნის წყალი მიწაზე. და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები,

კოლოსელთა 2:11-12
თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით – ქრისტესეული წინადაცვეთით. მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით,რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით.

1 კორინთელთა 10:1-2
არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში. და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში.

გამოსვლა 14:19-24
და დაიძრა ღვთის ანგელოზი, წინამძღოლი ისრაელის ბანაკისა, და გაჰყვა უკან. და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და შეუდგა მათ უკან. და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოვებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს. და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და ხვეტავდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად. და განიპნენ წყალნი. და შევიდნენ ისრაელის ძენი შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად აღემართათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ. და დაედევნენ ეგვიპტელნი და მიჰყვნენ უკან – ფარაონის ყველა ცხენი, მისი ეტლები და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში. და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი.

საქმეები 22:16
ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’

1 კორინთელთა 6:11
ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

გალატელთა 3:27
ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.

ეფესელთა 4:5
ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,

იოველი 2:28
ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.

საქმეები 2:16-21
მაგრამ ესაა ნათქვამი იოელ წინასწარმეტყველის მიერ: ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’

1 პეტრეს 3:20
ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელება კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს;

იოანეს 3:3
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.”

1 კორინთელთა 10:2
და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში.

რომაელთა 6:3
ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?