ზაქარია 8:19
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთესი, მარხვა მეშვიდესი და მარხვა მეათე თვისა სიხარულად, ლხინად და საამურ ზეიმად იქცევა იუდას სახლისთვის, ოღონდ შეიყვარეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა.
ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.
1 პეტრეს 3:11
ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,
2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
რომაელთა 14:19
მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.
ფსალმუნები 119:7
მშვიდობა მსურს, მაგრამ, როცა დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
ესთერი 10:3
რადგან ებრაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო ებრაელთა შორის და მიღებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავისი ხალხისთვის და მშვიდობის მეტყველი მთელი თავისი ერისთვის.
2 კორინთელთა 13:11
და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
მარკოზის 9:50
მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი დაამარილებ? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში”.
1 თესალონიკელთა 5:13
უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
რომაელთა 12:18
თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
ებარელთა 12:14
ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.