ძველი აღთქმა
ესთერი
101 და ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს. 2 და მისი ძლიერებისა და გმირობის ყველა საქმე, მორდექაის დიდების ამბავი, რომელიც განადიდა მეფემ, განა მიდიისა და სპარსეთის მეფეთა მატიანის წიგნებში არ არის ჩაწერილი? 3 რადგან იუდაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო იუდაელთა შორის, და სანატრელი თავის მრავალრიცხოვან მოძმეთათვის, სიკეთის მაძიებელი თავისი ერისათვის, მშვიდობისმეტყველი მთელი თავისი მოდგმისათვის.
თავი მეცხრე იობი
COMMENTS