ებრაელთა 3:1
ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს,
საქმეები 14:14-15
ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ყვირილით ხალხში შეცვივდნენ და თქვეს: „ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია;
2 კორინთელთა 8:23
ტიტე კი, – ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო ჩვენი ძმები, – ისინი ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან.
2 კორინთელთა 11:12-13
მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იქადიან. რადგან ესენი არიან ცრუმოციქულები, მზაკვარი მუშაკები, რომლებსაც ქრისტეს მოციქულებად მოაქვთ თავი.
ლუკას 5:27
ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი მე.“
იოანეს 14:22
ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: „უფალო, რას ნიშნავს ეს, რომ შენ ჩვენ გამოგვეცხადები და არა ქვეყნიერებას?“
საქმეები 1:26
და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიასს, და მიეთვალა ის თერთმეტ მოციქულს.
2 კორინთელთა 1:1
პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე – ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
1 თესალონიკელთა 1:1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა.
1 თესალონიკელთა 2:9
ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას.
რომაელთა 16:7
მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.